პროექტები

AMBEBI.GE: «NEXT-ი ბათუმში მორიგი ინოვაციური პროექტით NEXT ADDRESS»

ბა­თუ­მის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ლო­კა­ცი­ა­ზე, გმირ­თა ხე­ი­ვან­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი “NEXT ADDRESS” გა­მო­ირ­ჩე­ვა არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის კომ­ფორტზე მორ­გე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით.

გმირ­თა ხე­ი­ვა­ნი არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა. აქ ტუ­რიზ­მი, ბიზ­ნე­სი და ბა­თუ­მის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს ერ­წყმის და ქმნის ქა­ლა­ქის ახალ სი­ცო­ცხლეს.

ნა­გე­ბო­ბა ელე­გან­ტუ­რი დი­ზა­ი­ნით და არას­ტან­დარ­ტუ­ლი იერ­სა­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ქმნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ბა­ლან­სის შეგ­რძნე­ბას ბა­თუ­მის ძვე­ლი და ახა­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ტრა­დი­ცი­ულ ფორ­მებ­თან და დე­ტა­ლებ­თან.
შე­ნო­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ორ ნა­წი­ლად იყო­ფა - მწვა­ნე პო­დი­უ­მი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და სამი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი. პო­დი­უმ­ზე ასე­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლია გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ტე­რა­სა და სა­ცუ­რაო აუზი. შე­ნო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცემ და გა­მორ­ჩე­ულ ელე­მენტს კი მისი მწვა­ნე ფა­სა­დი წარ­მო­ად­გენს.

პო­დი­უ­მი მთლი­ა­ნად ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფა­რით არის და­ფა­რუ­ლი, რაც ვი­ზუ­ა­ლურ და ეკო­ლო­გი­ურ დატ­ვირ­თვას ატა­რებს. მწვა­ნე ფა­სა­დი შთან­თქავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით CO2-ს და ამ­ცი­რებს ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას. მის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე­ე­ბი ქმნის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და ხელს უწყობს გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბას.
კომ­პლექ­სის ერთ-ერთი სა­ხა­სი­ა­თო ელე­მენ­ტია პა­ნო­რა­მუ­ლი ლიფ­ტე­ბი ბა­თუ­მი­სა და ზღვის ხე­დე­ბით. კომ­პლექ­სი 206 მეტრს აღ­წევს, ბოლო სარ­თულ­ზე კი პენ­ტჰა­უ­სე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

Next-ის ინო­ვა­ტო­რუ­ლი კომ­პლექ­სის ლო­კა­ცია ბა­თუ­მის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი, გმირ­თა ხე­ი­ვა­ნია, სა­დაც ქა­ლა­ქის დი­ნა­მი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ წყდე­ბა. Next Address-იდან ზღვამ­დე მი­სას­ვლელ 500 მ სიგ­რძის “მწვა­ნე დე­რეფ­ნის” ფუნ­ქცი­ას კი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი პარ­კი შე­ი­თავ­სებს, რო­მე­ლიც ხე­ი­ვან­ში მო­ე­წყო­ბა.

კომ­პლექ­სი­დან ფე­ხით სა­ვალ მან­ძილ­ზეა ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი: სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი, კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სკო­ლე­ბი, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი, ტბა მო­ცეკ­ვა­ვე შად­რევ­ნე­ბით, ბა­თუ­მის მთა­ვა­რი სტა­დი­ო­ნი და სხვა.

Next Address-ის გა­ყიდ­ვე­ბი და­წყე­ბუ­ლია: მოქ­მე­დებს 4 წლი­ა­ნი შიდა უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დე­ბა და 10%-იანი პირ­ვე­ლა­დი შე­ნა­ტა­ნი. მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, ეწ­ვი­ეთ პრო­ექ­ტის გვერდს: NEXGROUP.GE
წყარო: AMBEBI.GE

ჩვენი ოფისები

საქართველო
ბათუმი, კოსტავას ქ. 20
ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. 18
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
უკრაინა
კიევი, პრედსლავინსკაიას 11-13
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ყაზახეთი
ალმატი, ტოლე ბის ქ. 55 “სითი ჰაბის” 1-ლი სართ.
ორშაბათი - შაბათი 10:00 - 19:00
აგს
დუბაი, Central One District C1 Building
ორშაბათი - პარასკევი 08:00 - 17:00
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ჩვენი სერვისებისა და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად
OK